ჩვენს შესახებ

საქართველოს ფსორიაზის ასოციაცია “ფსო ჯორჯია” შეიქმნა 2009 წელს

ჩვენი ასოციაციის მიზნებია:

  • საქართველოს ექიმ დერმატო-ვენეროლოგთა, სხვა სპეციალობის ექიმების, ფსორიაზით დაავადებული პაციენტებისა და იმ პიროვნებების გაერთიანება, რომლებიც ამ პრობლემით არიან დაინტერესებულნი.
  • ფსორიაზის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და შემდგომში ამ ინფორმაციის მიწოდება და გაზიარება ექიმებისათვის, პაციენტებისა, მათი ოჯახის წევრებისათვის და საზოგადოებისათვის-საინფორმაციო საშუალებებით(მასმედიის, კონფერენციების, დებატების, სემინარების, ნაციონალური კონგრესების ჩატარების, ბროშურების საშუალებებით).
  • ფსორიაზით დაავადებული ავადმყოფებისათვის სრული მხარდაჭერა:
    • ა. მათი ჯანმრთელობის უფლებების დაცვა (ფსორიაზით დაავადებული პაციენტების შრომის უნარიანობის შეზღუდვის ზუსტი კრიტერიუმების დადგენა).
    • ბ. ფიზიკური (მათთვის ფსორიაზის თანამედროვე მკურნალობის მეთოდების გაცნობა) და მატერიალური(სამედიცინო დაწესებულებების და ფარმაცევტული ფირმების მოძიება ) დახმარება.
    • გ . საზოგადოებაში არსებული სტერეოპიტის, ფსორიაზი-როგორც “სტიგმა”-ნგრევა და ფსორიაზით დაავადებული პაციენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება და ფსიქოლოგიური დახმარება.
  • ჩვენი ასოციაციის ინტეგრაცია და გაერთიანება მსოფლიოს ანალოგიურ ასოციაციებთან. ფსორიაზის კლინიკურ და თერაპიულ კვლევებში ქართველი სპეციალისტების ჩაბმა და ჩვენი წვლილის შეტანა ამ მნიშვნელოვან საქმეში.